Tuesday, June 23, 2015

23.06.2015
დღეს ტრენინგის მე-9 დღეა
მოვისმინეთ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე. თითოეულმა მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია თავისი პროექტის შესახებ.
     საუკეთესო იყო   ხათუნა მირველაშვილის პრეზენტაცია თემაზე  ,, 110 -70"-ზე.
     ასევე ქეთის პრეზენტაცია თემაზე ,, სამი არა"  არა ნარკოტიკს, არა სიგარეტს, არა სასმელს.
      შემდეგი მომხსენებლის პრეზენტაცია თემაზე   ,,შუშანიკის წამება - ძალადობის პირისპირ", სადაც მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ძალადობის წიმააღმდეგ ბრძოლას და  დაუკავშირა თანამედროვეობას.
  ძალიან საინტერესო იყო მაგდას პრაზენტაცია  თემაზე  ,,კომპიუტერი ყოველდღიურ ცხოვრებაში".
    მომხსენებელი დიანა იასეშვილი.  პრეზენტაცია თემაზე  ,,რემონტი ჩემს სახლში",სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მათემატიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში და იყო ძალიან საინტერესო.
    ეკატერინე ალანია -  თემა ,,ტუბერკულიოზი". მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ
გახშირდა შემთხვევები და პროექტის მიზანია ცოდნის გაღრმავება ამ მიზნით, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადება.
    მაია  ლომიშვილი --  პროექტი ჯეინ ეარი   ,,თავისუფლება ადამიანის არრს ახასიათებს  - ხოლო ცოდვას ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენება".    თემაში აქტუალურია თავისუფლების თემა.
     ეკატერინე  თუთაშვილი-პროექტის თემა -   ოპერა     ''აბესალომ და ეთერი''.   პროექტის მიზანია ,რომ ბავშვებს უყვარდეთ ოპერა, რომ განასხვავონ ოპერა და ბალეტი,   გამოიყენა  --  ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე --  ასევე ვენის დიაგრამა, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ოპერაში ადამიანთა ქცევის წესებს.
    თამარ გურაშვილი - პროექტის თემა - ,,გლობალური დათბობა" მზანი- თითოეულმა ხელი უნდა შევუწყოს პრობლემის აღმოფხვრას, როგორც შეძლებს. დარგავენ ხეებს,  გაუფრთხილდებიან ბუნებას,  მოიხმარენ ველოსიპედებს ავტომობილების ნაცვლად, რათა შევძლოთ დედამიწის გადარჩენა.
       ნათია გარუჩავა.   პროექტის სახელწოდება  ,,მთის ტრადიციები   და ადათ წესები"     ხაზი გაესვა მსგავსება -განსხვავებას ტრადიციებს შორის მთასა და ბარში, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციების გაცნობას და მატგან სასარგებლოს აღებას და მავნე ტრადიციების აღმოფხვრას.
  და ჩემი    თამილა ნაცვლიშვილი

Monday, June 22, 2015

22.06.2015 ტრენინგის მე-8 დღე.
 შევისწავლეთ ბლოგზე page-ების დამატება, საჭირო ლინკების დადება გვერდად. გავეცანით რესურსებში ფაცილიტაციის ნიმუშებს. შევისწავლეთ google-ს კითხვარის შექმნა, მისი გაგზავნა. შევქმენით კითხვარი და ბლოგზე დავდეთ. გეგმებში ჩავსვით პროცედურები.

Sunday, June 21, 2015

ტრენინგის მე-7 დღე
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.
სხვადასხვა სწავლის სტილის თეორიის შეფასების ფორმები შევქმენით.  ასევე ვისწავლეთ ბლოგზე ფეიგების (გვერდების) შექმნა.  Drive-ზე არსებული საქაღალდის ბლოგზე დადება.  გავეცანით დიფერენცირების რესურსებს.

Saturday, June 20, 2015

20.06.2015
ტრენინგის მე-6 დღე
შევისწავლეთ  Drive-დან ბლოგზე დადება ვიდეოების და სლაიდ - შოუების.ასევე გაზიარება ფაილების,  გაზიარება ყველასათვის, კიდევ შევისწავლეთ გაზიარებული ფაილების კოპირება. ასევე ლინქის დადება ნებისმიერი ვიდეოსი ბლოგზე.
გავაკეტეტ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. კიდევ გამოუქვეყნებელი რეფლექსიების, რომლებსაც  Draft -ი აქვს მიწერილი, ხელახლა გამოქვეყნება.
ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული ინფორმაციულად და ნაყოფიერი.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/pvPXTEw6KVo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

Friday, June 19, 2015

19.06. 2015
ტრენინგის მე-5დღე
ვიმუშავეთ მოდულ 3-სა და მოდულ 4-ზე. შევქმენით მოსწავლის ნაშრომი. დაგავეცანით საავტორო უფლებებს. შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ Drive-ზე.
19.06. 2015
ტრენონგის

Saturday, June 13, 2015

ტრენინგის მე-4 დღე.....
   ვისწავლეთ შეფასების მიზნები და თითოეული მიზნისთვის მეთოდები და ინსტრუმენტები. გავაკეთეთ  ,, ვიცი- მინდა ვიცოდე - ვისწავლეს"   - მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება და ავტვირთეთ ყველაფერი Drive-ზე.
  ასევე შევისწავლეთ რეფლექსიებზე კომენტარების გაკეთება.
 და   დაბადების დღე მივულოცეთ  მაგდას.

Thursday, June 4, 2015

ტრენინგის მე-3 დღე
იყო ძალიან საინტერესო. შევისწავლეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია.  ვიმუშავეთ შემდეგ დოკუმენტებზე: 21- ის საუკუნის უნარ-ჩვევები , სიტყვები ზოგადი კითხვებისთვის, რჩევები მიმარტულების მიმცემი საკვანძო კითხვებისთვის. ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ Drive- ზე.

Wednesday, June 3, 2015

ტრენინგის მე-2 დღე.
მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები და შევავსეთ გეგმის სტანდარტების და ინდიკატორების ნაწილი. პროგრამა ვიუვერში გავეცანით ბუკლეტის დამზადებას, ბუკლეტის შაბლონს.

Saturday, May 30, 2015

დღე პირველი

დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო. გავეცანით
პროგრამა Intel education Viewer-ს. ძალიან საინტერესოა მისი თითოეული ჩანართი. დღეს გავეცანით ჩანართ - შინაარსის -მოდული 1-ს -პროექტებით სწავლებას. შევისწავლეთ ჩანიშვნები სასურველი ტექსტის. ასევე   Import-ი.
 შევქმენით ახალი ბლოგები.  გავიმეორეთ File მენიუს ბრძანებები  Save as, Save, Recent.
   გავარჩიეთ    ,,რომეო და ჯულიეტას,,  პროექტის გეგმა.